მოჯთაბა ხამენეიზე – მისით უკმაყოფილო ვარ

დონალდ ტრამპის განცხადებით, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნით უკმაყოფილოა.

New York Post-ის კითხვაზე, თუ რა გეგმებია აქვს ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან, აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან დაკავშირებით, -ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამის თქმა ჯერჯერობით არ შეუძლია.

„ვერ გეტყვით. მისით უკმაყოფილო ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, ირანში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახმელეთო ძალების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან „ახლოს არ არის“.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.