დონალდ ტრამპი – მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის – ახლავე!

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიისა და ღაზის სექტორის შესახებ ისაუბრა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იგი თურქეთში მიიწვია.
„პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და ს შორის – ახლავე!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.