: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომში -ის სამხედრო ძალების “შეუჩერებელი” ძლევამოსილება შეაქო. ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს, სიტყვით გამოსვლისას, მან ამერიკელებს განუცხადა, რომ კონფლიქტი, რომელიც უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს, “მალე” დასრულდება, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. ამის შესახებ ინფორმაციას NBC news ავრცელებს.
ტრამპის ეს გამოსვლა მისი მხრიდან სამხედრო ოპერაციის საჭიროების ყველაზე მკაფიო საჯარო დასაბუთება იყო. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული სამხედრო ოპერაცია აუცილებელია თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებისთვის და წარმოადგინა ჩარჩო, რომლითაც, მისი თქმით, ამერიკის წარმატება შეფასდება.
“იმ პროგრესის წყალობით, რომელსაც მივაღწიეთ, ამ საღამოს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ქვეყანა (ირანი) განადგურებულია და, ფაქტობრივად, საფრთხეს აღარ წარმოადგენს… ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში. მთელი მსოფლიო გვიყურებს”, — განაცხადა ტრამპმა.
მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ კონფლიქტი იქამდე გაგრძელდება, სანამ სამხედრო მიზნებს “სრულად არ მიაღწევენ”.
“მალე ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ… მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ. მანამდე კი მოლაპარაკებები გრძელდება”, — თქვა -ის პრეზიდენტმა.
მან ასევე დასძინა, რომ თუ ირანი აშშ-ისთან შეთანხმებას არ დადებს, მოკავშირეებთან ერთად მათ თითოეულ ელექროსადგურს ძლიერად დაარტყამენ.
“ჩვენ დავარტყამთ მათ თითოეულ ელექტროსადგურს ძალიან ძლიერად და, სავარაუდოდ, ერთდროულად”, — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ ჩაება აშშ ომში. მან ირანის თეოკრატიული რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში გლობალური წესრიგის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას ახალ ადგილას ავითარებდა, რითაც “ნათელი გახადა, რომ მათ ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობაზე უარის თქმა არ ჰქონდათ განზრახული”.
“ყველა ამბობდა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ სიტყვებია, თუ არ ხარ მზად იმოქმედო, როცა დრო დადგება“, — თქვა მან და მოგვიანებით დაამატა: “ჩვენ ირანის მხრიდან ამერიკისა და მსოფლიოსთვის მომავალი ბოროტი საფრთხის დასრულების ზღვარზე ვართ”.
მისი თქმით, სხვა დიდი კონფლიქტები გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, მათ შორის ამერიკის მონაწილეობა პირველ მსოფლიო ომში, რომელიც “ერთ წელს, შვიდ თვესა და ხუთ დღეს გაგრძელდა”; კორეის ომი, რომელიც “სამ წელს, ერთ თვესა და ორ დღეს”; და “ერაყი, რომელიც რვა წელს, რვა თვესა და 28 დღეს გაგრძელდა.”
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი სწორ პერსპექტივაში დავინახოთ”, — აღნიშნა მან.
ტრამპმა აღიარა, რომ “ბევრი ამერიკელი შეშფოთებულია” ომის გამო გაზის ფასების მატებით, თუმცა ამაში ირანის რეჟიმი დაადანაშაულა.
“არა მეფეებს” პროტესტის მესამე ტალღა — ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 8 მლნ ადამიანი გამოვიდა ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
Deutsche Welle-ს ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამ მიმართვის შემდეგ, ნავთობის ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა, აზიური აქციების კურსი კი დაეცა.
მათი განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა და ბარელზე 106.22 დოლარი (92 ევრო) შეადგინა. აშშ-ის ნავთობის ფასი (benchmark US crude) კი 4.2%-ით გაიზარდა და ბარელზე 104.36 დოლარი გახდა.
ხუთშაბათს დილით, აზიურ ვაჭრობაში, ტოკიოს Nikkei 225-ის ინდექსი 1.4%-ით შემცირდა და 53,004.81 პუნქტამდე დაეცა. სამხრეთ კორეის Kospi-მ 3.4% დაკარგა და 5,292.36 შეადგინა. ჰონგ-კონგის Hang Seng კი 0.8%-ით შემცირდა და 25,082.59 პუნქტზე შეჩერდა.
ამავდროულად, აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები (ფიუჩერსი (ინგლისურად Futures) არის საქონლის, ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივის შესყიდვაზე წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულება.) 1%-ით შემცირდა, ხოლო ევროპული ფიუჩერსები 1.5%-ზე მეტით დაეცა.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან “ლომის ღრიალი”, ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — “ეპიკური მრისხანება” ეწოდა.
თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის ახალ სულიერ ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა აირჩიეს. “ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს” (HRANA) მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისისთვის ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მსხვერპლთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.
“არა მეფეებს” პროტესტის მესამე ტალღა — ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 8 მლნ ადამიანი გამოვიდა ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს ტრამპი აცხადებს, რომ CIA-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი გეია დონალდ ტრამპის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში ჩართვას საკუთარი ხალხის შიშის გამო მალავს ტრამპი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა “არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს” — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს