– მომავალ კვირას სავარაუდოდ ზელენსკის შევხვდები და პუტინთან ვილაპარაკებ – ამ ომის დასრულება მსურს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელის და “სავარაუდოდ” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
“მომავალ კვირას სავარაუდოდ პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები, და სავარაუდოდ პრეზიდენტ პუტინთან ვილაპარაკებ. ამ ომის დასრულება მსურს,” – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, ზელენსკისთან შეხვედრა ვაშინგტონში თუ გაიმართება, ტრამპმა უპასუხა, რომ “შეიძლება ვაშინგტონში იყოს, იქ [კიევში] არ ჩავდივარ”.
ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც აწვდის.
“ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ველით, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ასევე პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვითხოვთ ამ თანხების ჯეროვნად მოხმარებას,” – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, მომავალ კვირას ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ -ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მაგრამ არა.