აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, „სრული იმუნიტეტი“ მიენიჭებათ, ხოლო მათ, ვინც უარს იტყვის, „გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ“.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი და მიიღონ სრული იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი…ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება. ეს არ იქნება სასიამოვნო“, – დასძინა ტრამპმა.
ირანელი ხალხისკენ მიმართვისას, ტრამპმა კვლავ მოუწოდა მათ, „გამოეყენებინათ ეს მომენტი“ და აღნიშნა, რომ მან შეასრულა მათთვის დახმარების დაპირება.
„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, გამოიყენონ მომენტი, იყვნენ მამაცები, გაბედულები, გმირულები და დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა. მე თქვენ დაგპირდით და ეს დაპირება შევასრულე“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, როდესაც იანვარში ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო, ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა განცხადება: „დახმარება გზაშია“.




