დონალდ ტრამპი – მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ იღბლის თუ ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ აქ ვარ

მე აქ არ უნდა ვიყო, მკვდარი უნდა ვიყო, იღბლის თუ ღვთის წყალობით, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ღმერთის, ჯერ კიდევ აქ ვარ, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა იმ ფოტოებზე ისაუბრა, რომელიც პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ არის აღებული, სადაც მას მუშტი აქვს აწეული და ამბობს : „ბრძოლა!“
”ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს ყველაზე საკულტო ფოტოა, რაც კი ოდესმე უნახავთ. ისინი მართლები არიან და მე არ მოვკვდი. ჩვეულებრივ, უნდა მოკვდე, რომ საკულტო სურათი გქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, სროლის შემდეგ საუბრის გაგრძელება სურდა, მაგრამ საიდუმლო სამსახურმა დაჟინებით მოითხოვა, რომ საავადმყოფოში წასულიყო.
ს თქმით, აფასებს პრეზიდენტ ს ზარს, რაც „კარგი” და “ძალიან კარგია“. გამოცემის ცნობით, ტრამპი ვარაუდობს, რომ მათ შორის საარჩევნო კამპანია ამიერიდან უფრო ცივილური იქნება.
New York Post-ი ასევე წერს, რომ ყოფილ პრეზიდენტს დიდი თეთრი სახვევი ჰქონდა, რომელიც მარჯვენა ყურს უფარავდა და გამოცემას ინტერვიუს დროს ფოტოების გადაღების უფლება არ მისცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის