დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი  მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ს პრესსამსახური მედიას მხოლოდ ქართულენოვან თარგმანს უგზავნის.

დონალდ ტრამპის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. ამასთან, -ის პრეზიდენტის თქმით, სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

“ბატონო პრეზიდენტო,

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.

ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს”, – ნათქვამია მისალოც წერილში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია