დონალდ ტრამპი – მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა

მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრძოლა იქნებოდა. ნახეთ გუშინ რისი გაკეთება მოვახერხეთ ორ ქვეყანასთან, რომელთანაც ვვაჭრობთ. ბევრი ცხელი წერტილია, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ინდოეთი და იყო, რადგან ეს ორი ბირთვული ქვეყნებია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ბედნიერია, რომ ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს.
„ეს ძალიან ცუდი ომი იქნებოდა და შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. მილიონობით ადამიანი შეიძლებოდა დაღუპულიყო. ჩვენ დავასრულეთ ომი და ამით ძალიან ბედნიერები ვართ“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…