დონალდ ტრამპი – მე დავასრულე შვიდი ომი, გაეროს მხრიდან სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია დახმარების შემოთავაზებით, მივიღე მხოლოდ ესკალატორი, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა – ცარიელი სიტყვები ომს ვერ წყვეტს

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაიმეორა შვიდი ომის დასრულების შესახებ განცხადება და აღნიშნა, რომ მას არასდროს მიუღია დახმარება გაეროსგან.
მან ჩამოთვალა კონფლიქტები სომხეთსა და აზერბაიჯანს; კამბოჯასა და ტაილანდს; ისრაელსა და ირანს; ინდოეთსა და პაკისტანს; რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას; ეგვიპტესა და ეთიოპიას; სერბეთსა და კოსოვოს შორის.
ტრამპმა გამოსვლაში ისაუბრა ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილზე და განაცხადა, რომ „ყველა“ ფიქრობს, რომ ის ამას იმსახურებს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაერომ არ სცადა მისი ძალისხმევის დახმარება.
„მე დავასრულე შვიდი ომი, ვითანამშრომლე თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და გაეროს მხრიდან კი სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია, რომელიც შეთანხმების დასრულებაში დახმარებას შემომთავაზებდა“, – აღნიშნა მან და დასძინა: „გაეროსგან მხოლოდ ესკალატორი მივიღე, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა.. შემდეგ კი სუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა“.
მან დასვა კითხვა, რა არის გაეროს მიზანი?
„ასე რომ, რა არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზანი? გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა მან და დაამატა, „მაგრამ ის ამ პოტენციალის რეალიზებასთან ახლოსაც კი არ მიდის“.
„ცარიელი სიტყვები ომს ვერ წყვეტს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები