– მექსიკის პრეზიდენტი საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა – შევთანხმდით, რომ ტარიფები ერთი თვით დაუყოვნებლივ შევაჩეროთ

მექსიკის პრეზიდენტთან მეგობრული საუბარი მქონდა, ტარიფების ერთი თვით შეჩერების შესახებ შევთანხმდით, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
„მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა. ამ ჯარისკაცებს ჩვენს ქვეყანაში ფენტანილისა და არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერება დაევალებათ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ტარიფები ერთი თვით დაუყოვნებლივ შევაჩეროთ, რა დროშიც ჩვენ მოლაპარაკებები გვექნება“, – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მექსიკის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს მოუთმენლად ელის.
„პრეზიდენტ შეინბაუმთან ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მოუთმენლად ველი, მაშინ, როდესაც ჩვენ ორ ქვეყანას შორის „შეთანხმების“ მიღწევას ვცდილობთ“, – აღნიშნავს -ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა