აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე კი – 10%-იანი ტარიფი, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„20 იანვარს ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, ყველა საჭირო დოკუმენტს, რათა დავაკისრო მექსიკასა და კანადას 25%-იანი ტარიფი ყველა პროდუქტზე, რომელიც შემოდის შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ტარიფები დარჩება მანამ, სანამ აღნიშნული ორი ქვეყანა არ შეზღუდავს ნარკოტიკებს, განსაკუთრებით ფენტანილს და მიგრანტებს, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთენ.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება ჩინეთს, სანამ მისი მთავრობა ქვეყნიდან სინთეზური ოპიოიდური ფენტანილის კონტრაბანდას არ დაბლოკავს.