დონალდ ტრამპი – მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში

მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, ს პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
ს ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ძალიან პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ბრძანება გავეცი, რომ ორი ატომური წყალქვეშა ნავი იქნას განთავსებული შესაბამის რეგიონებში, მხოლოდ იმ შემთხვევისთვის თუ ეს სულელური და წამაქეზებელი განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები. სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად შეუძლიათ გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიყვანა, იმედი მაქვს, რომ ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არ იქნება“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, აქამდე მედვედევმა განაცხადა, რომ ტრამპი „რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს“ და „ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ ნაბიჯია“, მაგრამ არა რუსეთსა და ს შორის, არამედ „საკუთარ ქვეყანასთან”.