დონალდ ტრამპი – მალე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ხმელეთზე დავიწყებთ

მალე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ხმელეთზე დავიწყებთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
-ის პრეზიდენტმა ვენესუელაში დარტყმების განხორციელების გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ზღვიდან შემომავალი ნარკოტიკების 96% გავანადგურეთ. ყოველი ნავი, რომელსაც ხედავთ, რომ ფეთქდება, 25 000 ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ახლა ხმელეთზეც ვიწყებთ და ხმელეთზე ეს ბევრად უფრო მარტივია. კოლუმბიაში სულ მცირე სამი კოკაინის საწარმოა. ეს კიდევ სხვა ქვეყანაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, მისი თქმით, „დარტყმები იმ ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდება, რომლებსაც ნარკოტიკები აშშ-ში შეაქვთ“.
„საქმე მხოლოდ ვენესუელაში დარტყმებს არ ეხება. ეს შეიძლება მხოლოდ ვენესუელაში არ იყოს, არამედ შესაძლოა, დარტყმები იმ საშინელ ადამიანებზე განხორციელდეს, რომელთაც ნარკოტიკები აშშ-ში შემოაქვთ და ჩვენს ხალხს კლავენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.