– მალე გვექნება მშვიდობა ისრაელსა და ირანს შორის – გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული

ირანმა და ისრაელმა უნდა დადონ შეთანხმება და დადებენ კიდეც, ისევე როგორც მე დავარწმუნე ინდოეთი და , რომლის ლიდერებმაც შეძლეს სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება და შეწყვიტეს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ისევე როგორც მე დავარწმუნე ინდოეთი და , ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის გამოყენებით, რომ ორ შესანიშნავ ლიდერთან მოლაპარაკებებში გონიერება, ერთიანობა და საღი აზრი შემეტანა, რომლებმაც შეძლეს სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება და შეწყვიტეს! ასევე, ჩემი პირველი ვადის განმავლობაში, სერბეთი და კოსოვო ძალიან აქტიურად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა და ეს ხანგრძლივი კონფლიქტი ომში გადასასაზრდელად მზად იყო. მე შევაჩერე ის (ბაიდენმა რამდენიმე ძალიან სულელური გადაწყვეტილებით ზიანი მიაყენა გრძელვადიან პერსპექტივებს, მაგრამ მე ისევ მოვაგვარებ მას!). კიდევ ერთი შემთხვევაა ეგვიპტე და ეთიოპია. ჩემი ჩარევის წყალობით, სულ მცირე, ახლა მშვიდობაა და ასეც დარჩება!“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობის მიღწევა მალე მოხდება.
„ასევე, მალე გვექნება მშვიდობა ისრაელსა და ირანს შორის! ახლა ბევრი ზარი ხორციელდება და შეხვედრა იმართება. ბევრს ვაკეთებ და არასდროს მიმიღია აღიარება რაიმესთვის, მაგრამ არა უშავს, ხალხი ხვდება. გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული!“- წერს ტრამპი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ