დონალდ ტრამპი „მაკდონალდს“ ეწვია, „ფრი“ შეწვა და მომხმარებლებს მოემსახურა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიაში, „მაკდონალდსს“ ეწვია, ე.წ. „დრაივზე“ მომხმარებელს მომსახურება გაუწია და „ფრის“ მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ვიზიტის სამიზნე მისი ოპონენტი „დემოკრატი“ იყო, რომელიც კოლეჯში სწავლის დროს სწრაფი კვების ქსელში მუშაობდა. ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამასთან დაკავშირებით კამალა ჰარისი ცრუობს.
„მაკდონალდში“ მყოფმა ტრამპმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს „მატყუარა კამალა“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი 15-წუთიანი სტაჟი ნიშნავს იმას, რომ „მაკდონალდსში“ კამალა ჰარისზე 15 წუთით დიდხანს აქვს ნამუშევარი.
„მაკდონალდსში“ 15 წუთით მეტხანს ვიმუშავე, ვიდრე კამალამ“, – განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება კამალა ჰარისს, ის ჯორჯიაში აფროამერიკელების ორ ეკლესიას ეწვია, სადაც მრევლის წევრებმა, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაბადების დღის სიმღერა უმღერეს.