კრემლის საუკეთესო მსახურია. პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა – მიხაელ გალერი

დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია. პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინას სამხედრო დახმარება დაუპაუზოს.
„უკრაინისთვის უკვე შეთანხმებული სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა არის უპრეცედენტო ტოტალური თავდასხმა იმ ერზე, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. მე ვგმობ ასეთ ღალატს უმკაცრესად“, – წერს გალერი.
შეგახსენებთ, CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა