დონალდ ტრამპი – კოლუმბიას ავადმყოფი კაცი მართავს, რომელსაც კოკაინის დამზადება და შეერთებულ შტატებში გაყიდვა უყვარს – ამას დიდხანს ვერ გააკეთებს

კოლუმბიაც ძალიან ავადაა, მას ავადმყოფი კაცი მართავს, რომელსაც კოკაინის დამზადება და შეერთებულ შტატებში გაყიდვა უყვარს და ამას დიდხანს ვერ გააკეთებს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი საქმეა, რომ ჩვენს გარშემო ისეთი ქვეყნები გვყავდეს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანი და წარმატებული არიან და სადაც ნავთობის თავისუფლად მოპოვება შესაძლებელია. ეს კარგია. ეს ფასებს ამცირებს. ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს კომენტარები მომავალში კოლუმბიაში ოპერაციის ჩატარებას, ტრამპმა უპასუხა: „ჩემთვის კარგად ჟღერს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ