კირ სტარმერს ძალიან მალე შევხვდები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ მეგობრული შეხვედრა გვექნება, ძალიან კარგი შეხვედრა. ძალიან მალე შევხვდებით. ვფიქრობ, შეხვედრა მომავალ კვირას სურს, ან იმის შემდეგ კვირაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სთხოვა, რასაც დათანხმდა.
„მას უკვე ორჯერ შევხვდი. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, ის ძალიან კარგი კაცია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
