დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი კატარში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
Sky News-ის ცნობით, დონალდ ტრამპი კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა, სადაც კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.
კატარში ვიზიტამდე -ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან ერ-რიადისთვის 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, დოჰაში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარის სამეფო ოჯახისგან Boeing 747-8 თვითმფრინავი საჩუქრად მიიღოს, რომელსაც ის საპრეზიდენტო თვითმფრინავად გამოიყენებს, ხოლო მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს