კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ საავტომობილო საქონელზე ტარიფებს ერთი თვით გადადებს

დონალდ ტრამპი ერთი თვით გადადებს კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ საავტომობილო საქონელზე ტარიფების შემოღებას. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საავტომობილო კომპანიების – General Motors-ის, Ford-ის და Stellantis-ის – აღმასრულებელ დირექტორებთან საუბრის შემდეგ მიიღო.
კერძოდ, მეწარმეებმა ტრამპს მოუწოდეს, გააუქმოს 25%-იანი ტარიფები მექსიკიდან და კანადიდან შემოსულ მანქანებზე, რომლებიც შესაბამისობაშია წარმოშობის წესების შესახებ 2020 წლის -მექსიკა-კანადის შეთანხმებასთან.
მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება სარგებელს მოუტანს როგორც ამერიკელ, ასევე უცხოელ ავტომწარმოებლებს, რომლებიც ასევე არიან აღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!