ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ გარკვეულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 2 აპრილამდე შეჩერდება.
კერძოდ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით გაათავისუფლებს ტარიფებისგან საქონელს, რომელზეც კონტინენტური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ვრცელდება.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ის კვლავ მზადაა დააწესოს “საპასუხო” ტარიფები კანადისა და მექსიკის მიმართ მომავალ თვეში.
„შუალედური პერიოდი, 2 აპრილამდე ბევრად უფრო ხელსაყრელია ამერიკელი ავტომობილების მწარმოებლებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეერთებულმა შტატებმა მეზობლებზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა.
