დონალდ ტრამპი – კამალა ჰარისს სურს, რომ ახლა ცნობილი იყოს როგორც შავკანიანი, არ ვიცი ის ინდოელია თუ შავკანიანი?

კამალა ჰარისს სურს, რომ ახლა ცნობილი იყოს როგორც შავკანიანი, ასე რომ, არ ვიცი ის ინდოელია თუ შავკანიანი? – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩიკაგოში, შავკანიან ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაციის (NABJ) წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ ვიცოდი, რომ ის შავკანიანი იყო, სანამ რამდენიმე წლის წინ ის შემთხვევით შავკანიანი გახდა და ახლა სურს, რომ ცნობილი იყოს როგორც შავკანიანი. ასე რომ, არ ვიცი, ის ინდოელია თუ შავკანიანი?“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას ABC News-ის კორესპონდენტს, რეიჩელ სკოტს დაუპირისპირდა და სკოტი „უხეშად წარდგენაში“ დაადანაშაულა, როდესაც წარსულში შავკანიანებისა და შავკანიანი ჟურნალისტების კრიტიკის შესახებ სკოტმა დონალდ ტრამპს შეკითხვა დაუსვა.
„ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. მე აქ კარგ ხასიათზე მოვედი. მე ამ ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობა მიყვარს. ამ ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობისთვის უამრავი რამ გავაკეთე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ს დედა წარმოშობით ინდოელია, ხოლო მამა იამაიკელი.

ასევე დაგაინტერესებთ