იშვიათ მინერალებზე შეთანხმების გაფორმებაზე – ფინანსთა მინისტრს უკრაინაში, ფაქტობრივად, უთხრეს არა და რომ ზელენსკის ეძინა და ვერ შეხვდებოდა – დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წავიდა და ცარიელი დაბრუნდა

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს საკმაოდ უხეშად მოექცნენ კიევში ბოლო ვიზიტის დროს, როდესაც უკრაინამ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა.
„სკოტ ბესენტი რეალურად წავიდა იქ და მას საკმაოდ უხეშად მოექცნენ, რადგან ფაქტობრივად, მათ უთხრეს არა და რომ ზელენსკის ეძინა და ვერ შეხვდებოდა. მან ბევრი საათი იმგზავრა მატარებლით, რაც სახიფათო მგზავრობაა და ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსთა მინისტრზე. დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წავიდა და იქ რომ მივიდა ცარიელი დაბრუნდა. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა გარიგება აღადგინოს, ტრამპმა უპასუხა: ”დიახ, ვფიქრობ, რომ აღვადგენ ამ შეთანხმებას, თქვენ იცით, ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე ვაპირებ მის განახლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას [ვოლოდიმირ ზელენსკის] რაღაცები არცთუ ძალიან გაახარებს. აი ნახეთ, არჩევნების დროა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მან კიდევ გაიმეორა, რომ -ის მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარება უგზო-უკვლოდ არის დახარჯული.
„მინდა გავარკვიო მთელი ის თანხა, რასაც ჩვენ უკრაინაში ვაგზავნით. სად არის?” – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას