დონალდ ტრამპი – ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას არ დავუშვებ

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ს მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას არ დაუშვებს.
„არ დაუშვებ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას, ეს არ მოხდება“, – განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ამ თემაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ საც ესაუბრა.
„მე ამას არ დავუშვებ. ვესაუბრე თუ არა მას – მე ეს გავაკეთე – მაგრამ არ ვაძლევ ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის უფლებას. საკმარისია. ახლა შეჩერების დროა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საკმაოდ ახლოსაა.
„ვესაუბრეთ ბიბი ნეთანიაჰუს და ახლო აღმოსავლეთის ყველა ლიდერს, რომლებიც შესანიშნავი ადამიანები არიან და ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან და შესაძლოა, მშვიდობასთანაც კი“, – განაცხადა ტრამპმა.