დონალდ ტრამპი – ირანს მოლაპარაკება სურს, ძალიან გვიანია საუბრისთვის – პუტინმა მედიაცია შემომთავაზა და ვუთხარი: ჯერ თავს უშუამავლე, ამაზე მერე იღელვე – რაც შეეხება ირანზე დარტყმას, შეიძლება გავაკეთო, შეიძლება – არა

შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, – ასეთი პასუხი გასცა -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას.
“შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ.
შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. და ვეუბნები აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ… რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ? კარგად იქნებოდით, ქვეყანა გექნებოდათ,” – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისთვის მოლაპარაკებებში ჩასართველად მიცემული 2-თვიანი ვადა ამოწურა და ისრაელმა ამის შემდეგ განახორციელა თეირანის წინააღმდეგ დარტყმები. ტრამპის თქმით, ყველაფერი ს დარტყმების “პირველ დღეს დასრულდა” და ირანი ახლა “სრულიად დაუცველია, საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა”.
“გუშინ ველაპარაკე მას [პუტინს]. მედიაცია შემომთავაზა [ისრაელ-ირანზე] და ვუთხარი: “ჯერ თავს უშუამავლე, მოდი, ჯერ ს მედიაცია მოვახდინოთ, კარგი?.. ამაზე მერე იღელვე”, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დარტყმების დაწყების შემდეგ მას ირანული მხარი დაუკავშირდა და თეთრ სახლში მისვლაც შესთავაზეს, რაზეც მან უპასუხა, რომ “ძალიან გვიანია საუბრისთვის” და მას ახლა ირანის “უპირობო დანებება” სურს.
“40 წელია ისინი ამბობენ “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”, სიკვდილი ყველა სხვას, ვინ მათ არ მოსწონს. მჩაგვრელები იყვნენ, სკოლის მჩაგვრელები და ახლა მჩაგვრელები აღარ არიან და ვნახავთ რა მოხდება”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს