დონალდ ტრამპი – ირანს არაფერს ვთავაზობ და არც კი ვესაუბრები, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანს არ ესაუბრება და არაფერს სთავაზობს, რადგან შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის ბირთვული ობიექტები მთლიანად გაანადგურა.
„უთხარით ცრუ დემოკრატ სენატორ კრის კუნსს, რომ მე ირანს არაფერს ვთავაზობ, ობამასგან განსხვავებით, რომელმაც მათ მილიარდები გადაუხადა სულელური ბირთვული იარაღის JCPOA-კენ [ყოვლისმომცველი მოქმედების ერთობლივი გეგმა] მიმავალი გზის ფარგლებში (რომელიც ახლა ვადაგასული იქნებოდა!) და არც კი ვესაუბრები მათ, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, კრის კუნსმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის დასკვნითი შეფასების გაკეთება, თუ რა ზიანი მიაყენა ამერიკულმა საჰაერო დარტყმებმა ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამას.

ასევე დაგაინტერესებთ

შათირიშვილი: „დიპ სტეიტის“ საძულველი ორბანი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ეს ადმინისტრაცია ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით – სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს

კობახიძე: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადავხედეთ ხელშეკრულებას და შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით, 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა – უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი