აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციების მოხსნა.
„ირანი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა სანქციების მოხსნა. ირანს აშშ-ის ძალიან მძიმე სანქციები აქვს დაწესებული და ეს მათთვის ძალიან ართულებს იმის გაკეთებას, რაც სურთ. მე მზად ვარ ამის მოსასმენად და ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე მზად ვიქნები ამისთვის“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაერო-ში ირანის მისიას კომენტარი არ გაუკეთებია.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ორშაბათს განაცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა შეუძლებელია მანამ, სანამ ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელს, ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ახლო აღმოსავლეთის საქმეებში ერევა.
ტრამპმა, თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ, ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია განაახლა, რაც მოიცავს ძალისხმევას, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლლებლობა არ მიეცეს. ივნისში აშშ-მ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.




