დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში პირდაპირი ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას “მომდევნო ორი კვირის განმავლობაში” მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის ს თქმით, ის ირანის წინააღმდეგ ომში პირდაპირი ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას “მომდევნო ორი კვირის განმავლობაში” მიიღებს. -ის პრეზიდენტის ციტატა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე გააჟღერა.
“ირანში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მედიაში ყველა თქვენგანში იყო ბევრი სპეკულაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ჩაერთვება თუ არა აშშ პირდაპირ.
ამ ამბის ფონზე პირდაპირ პრეზიდენტისგან მაქვს მესიჯი: “იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ უახლოეს მომავალში ირანთან მოლაპარაკების ჩატარების ან არჩატარების მნიშვნელოვანი შანსი არსებობს, ჩემს გადაწყვეტილებას ჩავერთო თუ არა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ”. ეს პრეზიდენტი პირდაპირი ციტატაა ყველა თქვენგანისთვის დღეს,” – განაცხადა ლევიტმა.