დონალდ ტრამპი – ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს – არ შეიძლება, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს

ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ს პრემიერ-მინისტრ, სთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს. ეს დაიწყო და შაბათს გაგრძელდება. ძალიან დიდი შეხვედრა გვაქვს და ვნახავთ რა შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა სასურველი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, თუ მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ ირანი საფრთხეში აღმოჩნდება.
„შეთანხმება შესანიშნავი იქნება. შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, თითქმის უმაღლეს დონეზე. არ შეიძლება, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. თუ მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება, მაშინ ეს ირანისთვის ცუდი დღე იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.