– ირანთან დაკავშირებით ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ

-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.
-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში არსებული ვითარების შესახებ ანგარიშს ყოველ საათში აწვდიან და მიანიშნა, რომ ირანი კვეთს იმ წითელ ხაზს, რომელიც მან ირანის რეჟიმისთვის დაადგინა. კერძოდ, კითხვაზე : „გადაკვეთეს თუ არა მათ თქვენი წითელი ხაზები?“ – ტრამპმა უპასუხა:
„როგორც ჩანს, იწყებენ. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ მათ ლიდერებს უწოდებთ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ლიდერების დარქმევა. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ამას შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ“, -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა