დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმაზე – არ მინდა ჰიროსიმას და ნაგასაკის მაგალითის მოყვანა, მაგრამ არსებითად იგივე იყო, რამაც ომი დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე განხორციელებული დარტყმები იაპონიაში აშშ-ის მიერ ბირთვული ბომბების გამოყენებას შეადარა და განაცხადა, რომ ორივე მათგანი ომების წარმატებით დასრულებისთვის გამოიყენეს.
„არ მინდა ჰიროსიმას მაგალითის მოყვანა, არ მინდა ნაგასაკის მაგალითის მოყვანა, მაგრამ არსებითად იგივე იყო, რამაც ომი დაასრულა. ამან ომი დაასრულა, ჩვენ რომ ის არ გაგვენადგურებინა, ახლაც ბრძოლაში იქნებოდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„არა მგონია, რომ მათ ეს ოდესმე გაიმეორონ. მათ უბრალოდ ჯოჯოხეთი გადაიტანეს. ვფიქრობ, რომ მათ ეს გადაიტანეს. ყველაზე ნაკლებად რაც მათ სურთ, არის [ურანის] გამდიდრება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ელოდება ისრაელის ანგარიშს ირანის მიერ განცდილი ზიანის შეფასების შესახებ, რაც, მისი თქმით, დაადასტურებს მის მტკიცებებს „სრული განადგურების“ შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…