დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმაზე – არ მინდა ჰიროსიმას და ნაგასაკის მაგალითის მოყვანა, მაგრამ არსებითად იგივე იყო, რამაც ომი დაასრულა

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე განხორციელებული დარტყმები იაპონიაში -ის მიერ ბირთვული ბომბების გამოყენებას შეადარა და განაცხადა, რომ ორივე მათგანი ომების წარმატებით დასრულებისთვის გამოიყენეს.
„არ მინდა ჰიროსიმას მაგალითის მოყვანა, არ მინდა ნაგასაკის მაგალითის მოყვანა, მაგრამ არსებითად იგივე იყო, რამაც ომი დაასრულა. ამან ომი დაასრულა, ჩვენ რომ ის არ გაგვენადგურებინა, ახლაც ბრძოლაში იქნებოდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„არა მგონია, რომ მათ ეს ოდესმე გაიმეორონ. მათ უბრალოდ ჯოჯოხეთი გადაიტანეს. ვფიქრობ, რომ მათ ეს გადაიტანეს. ყველაზე ნაკლებად რაც მათ სურთ, არის [ურანის] გამდიდრება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ელოდება ისრაელის ანგარიშს ირანის მიერ განცდილი ზიანის შეფასების შესახებ, რაც, მისი თქმით, დაადასტურებს მის მტკიცებებს „სრული განადგურების“ შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა