აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანი ბირთვული პროგრამის დასრულებას არ დათანხმდება, მის წინააღმდეგ, შესაძლოა, სამხედრო ქმედება გამოიყენონ.
ამასთან, მისი თქმით, ისრაელი ნებისმიერ სამხედრო ქმედებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„ბევრს არ ვითხოვ. მაგრამ მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. თუ სამხედრო ქმედებაა საჭირო, გვექნება. ცხადია, ისრაელი იქნება ამაში ლიდერი. არავინ გვმართავს. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ როდის შეიძლება დაიწყოს რაიმე სამხედრო მოქმედება.
„არ მინდა ვიყო კონკრეტული. მაგრამ როდესაც მოლაპარაკებებს იწყებ, იცი, კარგად მიდის თუ არა ის. ვიტყოდი, რომ დასკვნა იქნება, როდესაც ვიფიქრებ, რომ ის კარგად არ მიდის“, – აღნიშნა ტრამპმა.
