დონალდ ტრამპი – ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა – ჩვენ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფების შემცირებას ვგეგმავთ

ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა – ჩვენ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფების შემცირებას ვგეგმავთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამჟამად რუსული ნავთობის გამო ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფები ძალიან მაღალია და მათ რუსული ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირეს. დიახ, ჩვენ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფების შემცირებას ვგეგმავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, მისი თქმით, „ ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არის“.
„სამართლიან შეთანხმებას ვიღებთ. ინდოეთთან შეთანხმება წარსულში არსებული შეთანხმებისგან განსხვავებული იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ – მათი ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარს აღწევს