დონალდ ტრამპი – ილონმა დამირეკა და მითხრა: „იცით, ჩვენს დაშორებას ცდილობენ“ – ვუპასუხე, რომ „აბსოლუტურად“

პრეზიდენტი ხალხის ნებას წარმოადგენს, – ამის შესახებ -ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად Fox News-ისთვის მიცემულ ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა.
ილონ მასკის განცხადებით, DOGE-ის მთავარი ფუნქცია იმის უზრუნველყოფაა, რომ „პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებები რეალურად შესრულდეს“.
„პრეზიდენტი ხალხის არჩეული წარმომადგენელია, ამიტომ ის წარმოადგენს ხალხის ნებას და თუ ბიუროკრატია ებრძვის ხალხის ნებას და არ აძლევს პრეზიდენტს უფლებას განახორციელოს ის, რაც ხალხს სურს, მაშინ ჩვენ ვცხოვრობთ ბიუროკრატიაში და არა დემოკრატიაში“, – განაცხადა ილონ მასკმა.
მასკმა აღნიშნა, რომ „არჩევნებში გამარჯვება სისტემის გამოსწორების შესაძლებლობაა. ეს სისტემის გამოსწორებისა და დემოკრატიის ძალაუფლების აღდგენის შესაძლებლობაა“.
აშშ-ის პრეზიდენტის, ს თქმით კი, მედია მასსა და ილონ მასკს შორის კონფლიქტის წარმოქმნას ცდილობს.
„მათ სცადეს, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეს. ილონმა დამირეკა და მითხრა: „იცით, ჩვენს დაშორებას ცდილობენ“. ვუპასუხე, რომ „აბსოლუტურად“. ეს მათ ძალიან ცუდად გამოსდით. ისინი იტყუებიან. ქვეყნისთვის ძალიან საშიშები არიან. მედია ძალიან ცუდია. როცა MSNBC-ის ვუყურებ, რასაც ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან მტერსაც უნდა უყურო, ისინი საშინელი ადამიანები არიან. ასევე CNN-ი. PBS-ი ცუდია. Associated Press-იც ცუდია. CBS-ი საშინელია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.