დონალდ ტრამპი – თქვენ იცით, რას ვგრძნობ უნგრეთისა და კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მიმართ, ორივეს პატივს ვცემ და ორივე მიყვარს – მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ს მიმართ

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს ვიდეომიმართვის საშუალებით სიტყვით მიმართა.
„თქვენ იცით რას ვგრძნობ უნგრეთისა და CPAC-ის მიმართ. ორივეს დიდ პატივს ვცემ და ორივე მიყვარს. ასევე, მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო უნგრეთის ლიდერის, ს მიმართ, რომელიც შესანიშნავი ადამიანია და მას ყველა აფასებს. ის განსაკუთრებული ადამიანია და ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს. რაც შეეხება CPAC-ს, როგორც ორგანიზაციას, მას მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვისას.
მისი თქმით, CPAC-ს „კონსერვატიული ღირებულებები აქვს, მაგრამ კონსერვატიული ღირებულებები ძალიან კარგი ღირებულებებია“.
„მათ ძლიერი საზღვრები, კანონისა და წესრიგის დაცვა სურთ, ყველაფერი სურთ, რაც თქვენ გსურთ. ისინი შეიარაღებულ ძალებს დიდ პატივს სცემენ. ეს სამართლიანი უნდა იყოს, რათა თქვენი ქვეყანა და ცხოვრება შესანიშნავი გახდეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც ახლა აქ არის. ისიამოვნეთ და მალე შევხვდებით“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს