დონალდ ტრამპი – თუ BRICS-ის ქვეყნები უარს იტყვიან აშშ დოლარზე, 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და აშშ-ის შესანიშნავ ბაზართან დამშვიდობება მოუწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი, BRICS-ის ქვეყნებს 100 პროცენტიანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ისინი უარს იტყვიან დოლარზე, როგორც საერთაშორისო გადახდის საშუალებაზე.
„იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები შეეცდებიან დოლარზე უარი თქვან სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ არც BRICS-ის ახალი ვალუტა შექმნან და არც სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და უნდა ელოდონ, დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას“, – წერს ტრამპი საკუთარ ონლაინ-პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, არ არსებობს შანსი, რომ BRICS-მა ჩაანაცვლოს აშშ დოლარი საერთაშორისო ვაჭრობაში და რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, ამერიკას უნდა დაემშვიდობოს.
ცნობისთვის, BRICS ჯგუფში თავდაპირველად შედიოდა ხუთი ქვეყანა: ბრაზილია, , ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2024 წლის დასაწყისში მათ შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გააკრიტიკა ამერიკული ვალუტის დომინირება და განაცხადა, რომ აპირებენ შექმნან დამოუკიდებელი გადახდის და ანგარიშსწორების სისტემა BRICS-ის ფარგლებში.