აშშ-ის პრეზიდენტის დონად ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და დახოცავს, შეერთებული შტატები მათ დაეხმარება.
„თუ ირანი მშვიდობიან მომიტინგეებს ესვრის და ძალადობრივად დახოცავს, რაც მათი ჩვეულებაა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საშველად მივა. მზად ვართ წასასვლელად“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.




