დონალდ ტრამპი – თუ ირანი თავიდან შეიარაღებას შეეცდება, მაშინ მას დავარტყამთ, გავიგე, რომ შეთანხმება სურს, ეს უფრო ჭკვიანურია

თუ ირანი თავიდან შეიარაღებას შეეცდება, მაშინ მას დავარტყამთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„გავიგე, რომ ირანი კვლავ ცდილობს შეიარაღებას და თუ ამას აკეთებენ, მაშინ დარტყმა მოგვიწევს და ჩვენ მათ სასტიკად დავარტყამთ. მაგრამ, იმედია, ეს არ ხდება. გავიგე, რომ ირანს შეთანხმება სურს. ეს უფრო ჭკვიანურია. შეთანხმება ადრე უნდა დაედოთ, სანამ მათზე ძლიერ შეტევას განვახორციელებდით“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ განიარაღება უნდა მოხდეს.
„ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადასვლამდე „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს. შეთანხმება მეორე ფაზაზე შეიძლება ძალიან სწრაფად გადავიდეს, მაგრამ ამისთვის განიარაღებაა აუცილებელი“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად