დონალდ ტრამპი – თუ აშშ-ის პრეზიდენტი ისევ გავხდები, დიქტატორი მხოლოდ პირველ დღეს ვიქნები

თუ აშშ-ის პრეზიდენტი ისევ გავხდები, დიქტატორი მხოლოდ პირველ დღეს ვიქნები, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„მეკითხება, თქვენ დიქტატორი არ გახდებით, არა? მე ვპასუხობ, არა, არა, არა, პირველი დღის გარდა! ჩვენ ვკეტავთ საზღვარს და ვბურღავთ, ვბურღავთ, ვბურღავთ. ამის შემდეგ მე დიქტატორი აღარ ვარ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის სატელევიზიო ინტერვიუს პრეზიდენტ, ს საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, ჯული ჩავეს როდრიგესი გამოეხმაურა და ყოფილი პრეზიდენტი გააკრიტიკა.
„დონალდ ტრამპი პირდაპირ გვეუბნება, რას გააკეთებს, თუ მისი არჩევა თავიდან მოხდება. მან დღეს თქვა, რომ ის პირველ დღეს დიქტატორი იქნება, ამერიკელებმა მას უნდა დაუჯერონ“, – განაცხადა ჯული ჩავეს როდრიგესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით