საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნის კანდიდატად 27 წლის ქეროლაინ ლევიტი შეარჩია.
ლევიტი ტრამპის კამპანიას 2024 შეუერთდა და მისი გარდამავალი გუნდის მთავარი სპიკერი იყო. მან არჩეული პრეზიდენტის კეთილგანწყობა მოიპოვა იმით, რომ მას ინტერვიუებში აქტიურად იცავდა.
თუ ლევიტი ამ თანამდებობაზე დაინიშნება, თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი იქნება. აქამდე ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი რონ ზიგლერი იყო, რომელმაც თანამდებობა 29 წლის ასაკში, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს დაიკავა.