დონალდ ტრამპი – ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია – მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს

უკრაინისთვის ვითარება საზარელია, ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს,- ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“უკრაინის პრეზიდენტი, , Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე იკვეხნის, რომ “ იურიდიულად არ აღიარებს ს ოკუპაციას. ამაზე არაფერი არაა სალაპარაკო”. ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ მხრივ, რომ ყირიმი დაკარგულ იქნა წლების წინ ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს, და განხილვის საგანი არცაა. არავის არ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსულ ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოლეს მისთვის თერთმეტი წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? “ობამას გადაცემამდე” ტერიტორიაზე წლებია მდებარეობდა ს წყალქვეშა გემებისთვის დიდი ბაზები. ზელენსკის განცხადების მსგავსი წამქეზებელი განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. დასაკვეხნი არაფერი არ აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია – მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს. რუსეთთან საქმე არ მაქვს, მაგრამ საქმე მაქვს იმასთან, რომ მსურს გადავარჩინო, საშუალოდ, კვირაში ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი სამხედრო, რომლებიც საერთოდ უმიზეზოდ იღუპებიან. ზელენსკის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება “სასაკლაოს” გაგრძელების გარდა არაფერს არ გააკეთებს, და არავის არ უნდა ეს! ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც “სათამაშოდ კარტები არ აქვს” ახლა, საბოლოოდ, უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, რომ გამოვიდნენ ამ სრული და ტოტალური არეულობიდან, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!” – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება