დონალდ ტრამპი ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ვაშინგტონში ვიზიტს ეხმაურება

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის წინ -ის პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში Truth Social წერს, რომ ს რუსეთთან ომის დასრულება თითქმის მყისიერად შეუძლია.
ის ეხმაურება ევროპელი ლიდერების ვიზიტსაც და წერს, რომ ერთდროულად ამდენი ევროპელი ლიდერი ამერიკაში ჯერ არასოდეს ყოფილა.
“უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის თითქმის მყისიერად შეუძლია რუსეთთან ომის დასრულება თუ მოისურვებს, ან შეუძლია განაგრძოს ბრძოლა. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. [ბარაკ] ობამას (აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რ.თ) მიცემული უკან ვერ დაბრუნდება (12 წლის წინ ერთი გასროლის გარეშე) და უკრაინა ნატოში ვერ შევა. ზოგი რამ არასოდეს იცვლება”, – დაწერა ტრამპმა.
ვაშინგტონში დღეს ასევე ჩავლენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი , იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.
ტრამპი წერს, რომ “თეთრ სახლში დიდი დღე იქნება, ამდენი ევროპელი ლიდერი ერთდროულად არასოდეს ყოფილა, ჩემთვის დიდი პატივია მათი მიღება”.
აშშ-ის პრეზიდენტის პოსტებს სოციალურ ქსელში, ამერიკულ მედიაში აფასებენ, როგორც ერთგვარ წინაპირობას, რასაც ზელენსკის შესთავაზებენ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე. ამასთან როგორ CNN-ი აღნიშნავს ტრამპის მიერ ნახსენები ორი პირობა – უკრაინამ დათმოს, 2014 წელს ს მიერ ანექსირებული ყირიმი და უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ომის დასასრულებად საჭირო წინაპირობების ნაწილია.
უკრაინის პრეზიდენტი კი იტყობინება, რომ ვაშინგტონში ჩავიდა, ის დღეს, 18 აგვისტოს, ევროპელ ლიდერთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უნდა შეხვდეს.
“მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტისა მოწვევისთვის, ჩვენ გვსურს სწრაფად და საიმედოდ დავასრულოთ ეს ომი, მშვიდობა უნდა იყოს განგრძობადი. არა ისე, როგორც ეს წლების წინ იყო, როცა უკრაინა აიძულეს დაეთმო ყირიმი და თავისი აღმოსავლეთის ნაწილი – დონბასის ნაწილი, პუტინმა კი ეს ახალი თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენა. ან როცა უკრაინას თითქოს “უსაფრთხოების გარანტიები” მისცეს 1994 წელს, მაგრამ არ იმუშავა”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.
მისი სიტყვებით, რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან საერთო ძალისხმევით რუსეთს აიძულებენ სამშვიდობოდ განეწყოს.
ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში ჩადიან 15 აგვისტოს, ალასკაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება იყო.
დასავლური მედიის ცნობით, პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის მოითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან და ამის სანაცვლოდ, მზადაა დარჩენილი ფრონტის ხაზის ნაწილი გაყინოს.
წუხელ, ასევე გახდა ცნობილი, რომ ე.წ. “მსურველთა კოალიციამ” დაადასტურა მზადყოფნა, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთანავე უკრაინაში მხარდაჭერის ძალები განალაგოს, ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას, ამის შესახებ ნათქვამია, ერთობლივ განცხადებაში, რომელიც კოალიციის თანათავმჯდომარეებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გაავრცელეს ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.
„ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და შეაქეს პრეზიდენტ ზელენსკის სურვილი სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ის ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ემზადება”, – წერია განცხადებაში.
კოალიციის ლიდერები ასევე მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით და გამოხატეს მზაობა “საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ მხარდაჭერის ძალები, რათა ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას”,- ნათქვამია განცხადებაში.
ფორუმი