დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, პუტინს ომის შეჩერება სურს

ვიტყოდი, რომ პუტინს ომის შეჩერება სურს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ABC-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს, ტრამპმა დაადასტურა : „დიახ, ვფიქრობ, სურს“.
მისი თქმით, პუტინი პატივს სცემს მას და ამის გამო მთელ უკრაინას არ დაიპყრობს.
„მე რომ არა, ვფიქრობ, მას მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება მოუნდებოდა. ვფიქრობ, მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება. ვფიქრობ, ჩემს გამო ამას არ გააკეთებს. ვფიქრობ, ის პატივს მცემს და მე მჯერა, რომ ჩემს გამო ის მთელ უკრაინას არ დაიპყრობს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…