– ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ცუდი იყოს – ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკის გავესაუბრები, ყველას იდეებს მოვისმენ

ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ცუდი იყოს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.
„ორ ლიდერს შორის შეხვედრის მოწყობა მსურს. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, როცა ზელენსკი ამბობდა, კონსტიტუციური თანხმობა უნდა მივიღოო. მან ომისთვის და ყველას მოსაკლავად მიიღო თანხმობა, მაგრამ მიწების გასაცვლელად თანხმობა სჭირდება, რადგან გარკვეული მიწების გაცვლა მოხდება. ორივესთვის, უკრაინისთვის და სთვის, კარგიც იქნება და ცუდიც. რუსებმა ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს. ვეცდებით, ამ ტერიტორიების ნაწილი ს დავუბრუნოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინიდან გამოკითხვის შედეგი ნახა, რომლის მიხედვითაც უკრაინელების 88%-ს შეთანხმების მიღწევა სურს.
„აქ იმისთვის ვარ, რომ ომი დავასრულო, რომელიც სხვამ დაიწყო. საბოლოოდ, ორივეს ერთ ოთახში მოვათავსებ, მე იქ ან ვიქნები, ან არა და ვფიქრობ, ეს მოგვარდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ს ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებს გაესაუბრება.
„მე ევროპელ ლიდერებსა და პრეზიდენტ ზელენსკის გავესაუბრები. ყველას იდეებს მოვისმენ. მე სრულიად მომზადებული მივდივარ და ვნახავთ, რა მოხდება. მინდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალიან სწრაფად ვნახო. მინდა, ეს დაუყოვნებლივ მოხდეს. იმედია, დიდ წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს