დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე – მას არასოდეს არ უნდა დაეშვა ეს ომი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ს წინააღმდეგ რუსეთის ომში დაადანაშაულა, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„მას არასოდეს არ უნდა დაეშვა ამ ომის დაწყება. ეს ომი წამგებიანია”,- აღნიშნა ტრამპმა ზელენსკიზე საუბრისას.
-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ეს ომი პრეზიდენტ ბაიდენის წაქეზებულია და რომ ომი არ იქნებოდა, პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.
ამასთან, ტრამპმა დასძინა, რომ „კარგი ურთიერთობა აქვს როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან“, რომელსაც იგი გასულ თვეში გაერო-ს გენერალური ასამბლეის დროს შეხვდა.
Politico წერს, რომ ტრამპის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება მის საარჩევნო შტაბს სთხოვეს, სადაც გამოცემას მიუთითეს ტრამპის იმ სიტყვებზე, რომელიც მან „რესპუბლიკელთა“ ეროვნულ კონვენციაზე ივლისში გააკეთა:
„პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა აიღო . ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, რუსეთი, ყველაფრის მიუხედავად, შია. პრეზიდენტ ტრამპის დროს რუსეთს არაფერი წაუღია“, – განაცხადა მაშინ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ