– ვლადიმერ პუტინს ვეტყვი, რომ ომი უნდა დაასრულოს – ს პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის – პირველ ორ წუთში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა

შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.
„მე ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, ს პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან „კონსტრუქციული“ საუბრის იმედი აქვს.
„სავარაუდოდ, პირველი ორი წუთის განმავლობაში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. ეს არის ის რასაც მე ვაკეთებ, მე შეთანხმებებს ვაღწევ“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ს ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ, ს დაურეკავს.
„გამოფრენისას, შესაძლოა ოთახიდან გამოსვლის შემდეგაც კი, მე ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე ზელენსკისაც კარგად ვუგებ, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რასაც აკეთებს. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ზელენსკისთან ვისაუბრებ. შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში