– ვლადიმერ პუტინს ერთი დღე აქვს დარჩენილი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ – არ მიყვარს დიდხანს ლოდინი, ეს სირცხვილია

-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ერთი დღე აქვს დარჩენილი, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა დღეს იწურება. თუ უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, მას მეორედ სანქციებს დაუწესებს.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა, რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, ვიდრე დონალდ ტრამპს შეხვდება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, მსგავსი შეხვედრის საჭიროება არ არსებობს.
„მას ერთი დღე აქვს დარჩენილი. ვნახავთ, რას იტყვის [პუტინი]. ეს მასზე იქნება დამოკიდებული. ძალიან იმედგაცრუებული ვარ…
მათ სურთ ჩემთან შეხვედრა და მე ყველაფერს გავაკეთებ მასობრივი მკვლელობების შესაჩერებლად. წინა თვეში 14 000 ადამიანი დაიღუპა. კვირაში 4000-5000 ადამიანი. არ მიყვარს დიდხანს ლოდინი. ეს სირცხვილია. ესენი ძირითადად ჯარისკაცები არიან – უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. რაკეტებს ისვრიან და ღამღამობით 35-40 ადამიანი იღუპება, რაც საშინელებაა“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…