აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რადიკალურად განსხვავებულად შეხვდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც სტატიაში აღნიშნული, დღევანდელი შეხვედრის დროს პუტინის ღიმილის დანახვა შეიძლებოდა, როდესაც ის ტრამპთან ერთად საპრეზიდენტო მანქანაში იჯდა. ავტორის შეფასებით, ეს მისთვის გამარჯვებაა.
სტატიის თანახმად, თებერვალში იყო უჩვეულო სცენა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში ტრამპის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
„ტრამპმა პუტინის აქ მოყვანით ვერაფერს მიაღწია, თუმცა პუტინმა უკვე მიაღწია ბევრ რამეს თვითმფრინავიდან გადმოსვლით, წითელ ხალიჩაზე გასვლით და ტრამპის ავტომობილში ჯდომით. ეს კაცი საერთაშორისო დონეზე გარიყული გახდა“, – ნათქვამია სტატიაში.
ალასკის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში მიმდინარეობს. ლიდერები თარჯიმნის მეშვეობით საუბრობენ.
შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკების დაწყებამდე განცხადებები არ გაუკეთებიათ.
