დონალდ ტრამპი – უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება, ვფიქრობ, ტვირთის დიდ ნაწილს ევროპული ქვეყნები აიღებენ, ჩვენ მათ დავეხმარებით

ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ტვირთის დიდ ნაწილს საკუთარ თავზე ევროპული ქვეყნები აიღებენ. ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ ეს უსაფრთხო იყოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ მომავალ აგრესიას შეაჩერებს და ვფიქრობ, აგრესია არ იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე „ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხს განიხილავს“.
ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად სამმხრივი შეხვედრის გამართვა მალე სურს.
„ვფიქრობ, დღეს შეთანხმებას ყველაფრის შესახებ მივაღწევთ, მათ შორის, უსაფრთხოების შესახებაც“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)